"მიესალმე" მიმოწერის განსხვავებულ გამოცდილებას. მოულოდნელი ფოკუსირება კონფიდენციალურობაზე, შერწყმული ყველა იმ ფუნქციასთან, რომელსაც მოელი.
ქვემოთ იხილე, რატომ არის Signal-ი მარტივი, მძლავრი და უსაფრთხო მესენჯერი
უახლესი ტექნოლოგიური დაშიფვრა (გამყარებული ღია წყაროს Signal-ის პროტოკოლით) შენი მიმოწერების უსაფრთხოდ შენახვას უზრუნველყოფს. ჩვენ არ შეგვიძლია შენი წერილების წაკითხვა ან ზარების მოსმენა, და არც სხვას შეუძლია. კონფიდენციალურობა არ არის ნებაყოფლობითი რეჟიმი — უბრალოდ Signal-ი ასე მუშაობს. ყოველი შეტყობინება, ყოველი ზარი, ყოველთვის.
გააზიარე ტექსტური თუ ხმოვანი შეტყობინებები, ფოტოები, ვიდეოები, GIF-ები და ფაილები უფასოდ. Signal-ი შენს მობილურ ინტერნეტს იყენებს, ასე რომ შეგიძლია SMS და MMS გადასახადი თავიდან აიცილო.
განახორციელე კრისტალურად სუფთა ხმოვანი და ვიდეო ზარები იმ ადამიანებთან, რომლებიც ცხოვრობენ ქალაქების ან ოკეანეების გადაღმა, საქალაქთაშორისო გადასახადის გარეშე.
გადადი ემოციების გამოხატვის ახალ დონეზე შენს მიმოწერებში დაშიფრული სტიკერების გამოყენებით. ასევე შეგიძლია შენი საკუთარი სტიკერების ნაკრები შექმნა და გააზიარო.
ჯგუფური ჩატები შენს ოჯახთან, მეგობრებთან და თანამშრომლებთან დაკავშირზე ყოფნას გაგიადვილებს.
Signal-ზე არ არის რეკლამა, არც მარკეტინგული გარიგეგბები და არც შემზარავი თვალთვალი. ასე რომ, შეგიძლია, შენთვის მნიშვნელოვანი მომენტების გაზიარებაზე ფოკუსირდე.
Signal-ი დამოუკიდებელი, არაკომერციული ორგანიზაციაა. ჩვენ არ ვართ მიბმული არცერთ მსხვილ ტექნოლოგიურ კომპანიასთან და ვერასდროს ვერც ერთი მათგანი შეგვიერთებს. აპის დეველოპმენტს მხარს უჭერს შენნაირი ადამიანების გრანტები და დონაციები.
Signal-ისთვის დონაციის გაკეთება